დონალდ ტრამპი

ამერიკელების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ტრამპისთვის ბრალი უნდა წარედგინათ – კვლევა

ამერიკელების ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ყოფილ პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალი უნდა წაეყენებინათ.

ABC News/Ipsos-ის კვლევის თანახმად, ამერიკელთა 50%-ს სჯერა, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალი უნდა წაეყენებინათ. პროცენტული მაჩვენებელი სასამართლოს შემდეგ, გასულ კვირასთან შედარებით, 5%-ითაა გაზრდილი. 

რაც შეეხება დანაშაულს, ამერიკელების 53 პროცენტი ფიქრობს, რომ მან განზრახ იმოქმედა უკანონოდ, 11 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ არა განზრახ. მხოლოდ 20 პროცენტი ფიქრობს, რომ ტრამპს არაფერი დაუშავებია.

კვლევის მიხედვით, ნიუ იორკის სასამართლოში ჩაბარების შემდეგ შემცირებულია ტრამპისადმი კეთილგანწყობაც - 29%-დან 25-მდე. პარალელურად 6%-ით 61%-მდე გაიზარდა მის მიმართ ამომრჩევლის უარყოფითი განწყობა. 

ვინ არის პორნოვარსკლავი, რომლის გაჩუმების გამო ტრამპს ბრალი წაუყენეს?

დონალდ ტრამპს გასულ კვირას 34-მდე ბრალი წაუყენეს, მათ შორის ბიზნეს ჩანაწერების გაყალბება. იგი არც ერთ მათგანს აღიარებს. 4 აპრილის პროცესი ნიუ იორკში 45 წუთამდე გაგრძელდა. მომდევნო სასამართლო განხილვა 4 დეკემბერს, ნიუ იორკის სასამართლოში ჩაინიშნა

კომენტარები