რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში იძულებით გადაყვანილი 31 ბავშვი საკუთარ ოჯახში, უკრაინაში დაბრუნდა

8 აპრილს 31 ბავშვი საკუთარ ოჯახში, უკრაინაში დაბრუნდა. ისინი მშობლებს ომის დაწყების შემდეგ მოწყვიტეს და ოკუპირებული ოლქებიდან რუსეთში იძულებით გადაიყვანეს. როგორც ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფი იუწყება, ბავშვების სამშობლოში დაბრუნება ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია.

"აგერ უკვე მეხუთე სამაშველო მისია უახლოვდება დასასრულს. ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო თავისი სირთულეების გათვალისწინებით და იქიდან გამომდინარე, რომ გაცილებით მეტი ბავშვის დაბრუნება შევძელით". - აღნიშნა ჰუმანიტარული ორგანიზაციის, გადაარჩინე უკრაინა დამფუძნებელმა, მიკოლა კულებამ.

კიევის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკანონო დეპორტაციის გზით უკრაინიდან რუსეთში 19 500 ბავშვი წაიყვანეს.

კომენტარები