სასამართლო კლანის სანქცირება

მურუსიძე: კორუფცია შირმაა, რეალური მიზანია სასამართლოს ხელში ჩაგდება

აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, რადგანაც საქმე არ არის კორუფციაში. კორუფცია არის უბრალოდ შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება მიზნის მიღწევა. მე რეალურად მოგახსენებთ, რა არის მიზანი, რის გამოც მოხდა მოსამართლეებზე კორუფციის დაბრალება, რომელზეც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არის თითიდან გამოწოვილი - ვერ წარმოადგენენ ვერანაირ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით.

ეს გრძელდება წლების განმავლობაში და რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება. [ხელში ჩაგდების] მცდელობები იყო ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, შემდეგ ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ სასამართლო კლანზე. შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული, რომ ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ საელჩოს სულ ჰქონდა მცდელობა, რომ მას გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ დასანქცირებულმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე

კომენტარები