მინდა, გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ, ლიტვაში ყოფნისას ისაა, რომ ლიტვა ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინისა და ჩვენ მსგავსად იცის, რას ნიშნავს რუსეთის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის გამოცდილება. მინდა გითხრათ, რომ ევროპაში მრავალი ადამიანი იმეორებს, რომ თქვენ ჩვენი მომავლისა და ჩვენი თავისუფლებისათვის იბრძვით, მაგრამ ჩვენ გამოცდილებიდან ვიცით, რომ თქვენ ჩვენი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვით. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ნაწილი იქნებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი, თქვენი მეომრებისა და თქვენი მოქალაქეების გამორჩეულად მამაცური ბრძოლის დამსახურება იქნება, რომლებიც ერთად ახორციელებენ ამ გამორჩეულ წინააღმდეგობას. ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სახელით. დიდება უკრაინას.
სალომე ზურაბიშვილი
ზურაბიშვილი უკრაინელებს: ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი ბრძოლის დამსახურება იქნება
tbl.ge/6brg
დაკოპირდა

აღნიშნა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვილნიუსში, კათედრალის მოედანზე უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდამჭერ შეხვედრაზე.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




