რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსი სამხედროების ნაწილის სიკვდილი ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება

Sefa Karacan/Anadolu Agency via Getty Images

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 2 აპრილის ანგარიშში რუსული Telegram არხზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპანტების რიგებში ინციდენტების, დანაშაულებისა და სიკვდილის უკიდურესად მაღალი სტატისტიკა დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება.

დაზვერვის ცნობით, მართალია კრემლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 200 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა და დაშავდა, თუმცა, ნაწილის სიკვდილი არასაბრძოლო მიზეზებმა გამოიწვია. 

"რუსეთის ჯარში ინციდენტების, დანაშაულებისა და სიკვდილის უკიდურესად მაღალი სტატისტიკა დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება.

სიკვდილიანობის გამომწვევ არასაბრძოლო მიზეზებს შორისაა იარაღის გადაცემის ცუდი წვრთნები, საგზაო შემთხვევები და კლიმატისგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად, ჰიპოთერმია. 

რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, ალკოჰოლის გადამეტებულად გამოყენებას, ბრძოლის ეფექტიანობისთვის განსაკუთრებულად საზიანო ფაქტორად ასახელებენ. თუმცა, იმის გამო, რომ ალკოჰოლური სასმლის მოხმარება რუსული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია, მისი საბრძოლო ოპერაციებისას გამოყენება დაფარული, თუმცა არა საიდუმლო ფაქტია". - წერს ბრიტანეთის დაზვერვა. 

კომენტარები