ფილიპინები

ფილიპინების სამხრეთით, სამგზავრო ბორანზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინების სამხრეთით, სამგზავრო ბორანზე ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. მაშველების ინფორმაციით, მათ 233 მგზავრის გადარჩენა შეძლეს, იძებნება - 7. 

ინციდენტის დროს ბორანი ბასილანის პროვინციას უახლოვდებოდა.  

მაშველების ცნობით, ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება. შემოწმდება, რამდენად დაცული იყო ბორანზე უსაფრთხოების ზომები. 

საზღვაო ტრანსპორტირება ფილიპინებში გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალებაა. მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში იშვიათობას არ წარმოადგენს, რადგან უსაფრთხოების ზომებს ხშირად სათანადოდ არ იცავენ. 

კომენტარები