რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პატრუშევი: რუსეთს თანამედროვე და უნიკალური შეიარაღება აქვს, ნებისმიერ მტერს გავანადგურებთ

ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის თქმით, რუსეთს თანამედროვე და უნიკალური შეიარაღება აქვს, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის არსებობას საფრთხე შეექმნება. ამის შესახებ პატრუშევმა რუსული გაზეთისთვის მიცეულ ინტერვიუში ისაუბრა.

"რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს საკუთარი უპირატესობით, თუმცა, ჩვენ გვაქვს თანამედროვე და უნიკალური შეიარაღება, რომელსაც ნებისმიერი მოწინააღმდეგის განადგურება შეუძლია, მათ შორის აშშ-ის, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის არსებობას საფრთხე შექმნება". - თქვა პატრუშევმა.

ამავდროულად, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თქმით, ამერიკელ პოლიტიკოსებში პოპულარული აზრია, რომ ვაშინგტონს ისეთი პრევენციული დარტყმის განხორციელება შეუძლია, რაზეც რუსეთი პასუხს ვერ შეძლებს, მისი შეფასებით კი "ეს სისულელეა, თანაც ძალიან სახიფათო".


25 მარტს მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა Россия 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსს ბირთვულ იარაღს არ გადასცემენ, არამედ მის ტერიტორიაზე განათავსებენ. 

26 მარტს NATO-მ პუტინის განცხადება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იგი სიტუაციას აკონტროლებს. 

გარდა ამისა, უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მოსკოვსა და მინსკს შორის, ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ შეთანხმებას გამოეხმაურა.

ბორელის თქმით, ბელარუსს შეუძლია, არ დაუშვას მის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი დამატებითი სანქციებით გასცემს პასუხს.

კომენტარები