რამზან კადიროვი

რამზან კადიროვი "ჩეჩნეთის დამსახურებული უფლებადამცველის" მედლით დაჯილდოვდა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველმა რეგიონის ლიდერი, რამზან კადიროვი "ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამსახურებული უფლებადამცველის" მედლით დააჯილდოვა

"მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში გამოჩენილი ღვაწლისთვის, ჩეჩენი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში გამბედაობის, ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და მოვალეობის ერთგულებისთვის, რამზან ახმატოვიჩ კადიროვი დააჯილდოვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამსახურებული უფლებადამცველის მედლით" - ნათქვამია სახლხო დამცველის დოკუმენტში.

ანალოგიური მედალი გადაეცათ მშობლებს - რეგიონული საზოგადოებრივი ფონდის პრეზიდენტს აიმანი კადიროვას და ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტს ახმატ-ხაჯი კადიროვს.

მანამდე, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, საკუთარი თავი ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდებით დააჯილდოვა. მას მედალი პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კადიროვი პირველი იყო რეგიონში, ვინც მიიღო ეს წოდება

დაუდევის თქმით, კადიროვის სამსახური ჩეჩნეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციაში "განსაკუთრებული შესწავლის ღირსია".

ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის ჯილდო კადიროვმა თავად დააწესა 2022 წელს. TELEGRAM-ზე კადიროვმა დაწერა, რომ აპირებენ უკრაინაში მებრძოლი ჩეჩნების დაჯილდოებას.

მედალი არის რვაქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც  750 სინჯიანი 70 გრამი ოქროა. 

გამოცემა სოტა აღნიშნავს, რომ თავად კადიროვი იღებს გადაწყვეტილებას თუ ვის დაალჯიდოვებენ ამ მედლით. 

თებერვლის შუა რიცხვებში ჩეჩნეთის მეთაურმა რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანით მიიღო "ხალხის მამის" წოდებაც. 

კომენტარები