ჩინეთი

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ემანუელ მაკრონი ჩინეთს ეწვევიან

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიეინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად მომავალი თვის დასაწყისში ჩინეთს ეწვევა.

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა აღნიშნა, რომ საერთო პოზიციის საჩვენებლად ლაიენს თავად შესთავაზა 5 აპრილს ჩინეთში მასთან ერთად გამგზავრება.

"მე ევროპულ მანდატს არ ვფლობ, რადგან საფრანგეთი დამოუკიდებელ დიპლომატიას აწარმოებს, თუმცა მე ვითვალისწინებ ევროპულ კოორდინაციას". - აღნიშნა მან.

გასულ კვირას ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინგი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოსკოვში ეწვია - ნაბიჯი, რომელმაც შეაშფოთა ევროკავშირის ლიდერები სამიტზე. მაკრონის მოახლოებული ვიზიტის გარდა, ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა სამიტზე განაცხადა, რომ ის ასევე მალე გაემგზავრება ჩინეთში.

კომენტარები