ღარიბაშვილი პარლამენტში

კობახიძე: სტატუსს მატერიალურად არაფერი მოაქვს, ასეთი შედეგი უსაფრთხოებაზე ზრუნვას აქვს

კანდიდატის სტატუსს პრაქტიკული, მატერიალური თვალსაზრისით ნამდვილად არ მოაქვს არაფერი. ამაზე შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ - არც ფინანსური კუთხით, არც ეკონომიკური კუთხით და ა.შ. არ მოაქვს არაფერი, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური კუთხით. აქ არის ერთი საინტერესო რამ - როდესაც არის გარკვეული მოვლენა, რომელსაც არ აქვს არსებითი ცვლილების მოტანის რესურსი, მაგრამ არის მნიშვნელოვანი გზავნილი და ამას იყენებ შენ შენი ქვეყნის აყირავებისთვის, აქედან ძალიან კარგად ჩანს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს ამ კონკრეტული საკითხის მიმართ.  

რაც შეეხება იმას, თუ როგორი მატერიალური შედეგები შეიძლება მოიტანოს კანდიდატის სტატუსმა - მე ვთქვი, რომ არ აქვს ამას კონკრეტული მატერიალური შედეგი.  მოლდოვის მაგალითი ავიღოთ - მოლდოვამ გასული წლის ივნისში მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამბობდნენ, თითქოს ეს კანდიდატის სტატუსი ააყვავებდა ქვეყანას, ჩვენ რომ მიგვეღო, მოლდოვამ რომ მიიღო და ა.შ. საქართველოს შარშან ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10%-ზე მეტი. ინფლაცია იყო 9.5%, ესეც ბევრია [...] მოლდოვას ეკონომიკური ზრდა იყო 2%, ინფლაცია ჩვენთან რომ იყო 9.5%, მოლდოვაში იყო 30%-ზე მეტი.  

აქედან მარტივად ჩანს, რომ კანდიდატის სტატუსი არის კონკრეტულად პოლიტიკური გზავნილი, მაგრამ მატერიალური შედეგები ამას ვერ ექნება, მატერიალური შედეგები აქვს შენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტზე ზრუნვას. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტში. 

კომენტარები