ხატიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. შეიძლება, ძალიან არ მოგვწონდეს და არ გვინდოდეს, რომ როცა მთავარი ოპოზიციური პარტია ბრძოლის ველზეა, ამ დროს პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს. ამის მიუხედავად, ეს მისი საქმეა. ჩემი საქმე არის ხალხთან ურთიერთობა, მათთან შეხვედრები და ის, რომ ყველა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გავერთიანდეთ. ახლა დაქსაქსვისა და გათითოკაცების დრო არ არის. ვინც რაღაცნაირად ხელს უწყობს, რომ თითქოს, ოპოზიციურ ველზე რყევაა, ან, თუნდაც, რაიმე პრობლემებს აჩვენებს, ეს კარგი არ არის. ეს წყალს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ხაბეიშვილი დეკანოიძეზე: ახლა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს
tbl.ge/6bdp
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. 24 მარტს ხატია დეკანოიძემ ენმ დატოვა.
ამავე თემაზე
- ხაბეიშვილი: ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე გადადის
- ბეჟაშვილი: პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, სააკაშვილთან კონსულტაციები გვექნება
- ხაბეიშვილი: მიხარია, რომ ნაციონალური მოძრაობა დაუბრუნდა 2003 წლის იდეალებს
- დეკანოიძე: სააკაშვილმა პარტიიდან წამოსვლაზე ეთერიდან გაიგო, ემოციური წერილიც გამომიგზავნა
- ხაბეიშვილი: ხელისუფლებამ რიკოთი 9 აპრილის აქციის შიშით ჩაკეტა