საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი ამილახვარი წარადგინა

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი ამილახვარი წარადგინა. ქართული ოცნების დეპუტატი აქამდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ამილახვარი განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ პოსტს ორი სხვადასხვა ვადით იკავებდა. პირველად ის ამ თანამდებობას 2017-2018 წლებში იკავებდა. მეორედ 2019 წელს დაინიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად. 2021 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც განათლების და კულტურის სამინისტროები გაიყო, ჩხენკელს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ჩააბარეს.

კომენტარები