მიწისძვრა

პერუსა და ეკვადორში მომხდარ 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

 REUTERS/Rafa Idrovo Espinoza

18 მარტს ეკვადორის სამხრეთ ნაწილსა და პერუს ჩრდილოეთით მომხდარ მიწისძვრას, სულ მცირე, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 380-ზე მეტი.

6.8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბალაოდან 10 კმ-ის მოშორებით იყო. 

"ჩვენ არ ვტოვებთ ტერიტორიას და ვამოწმებთ მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზარალს. მინდა იცოდეთ, რომ მე თქვენთან ვარ. სოლიდარობას ვუცხადებ დაზარალებულებს" - წერს ეკვადორის პრეზიდენტი, გილერმო ლასო Twitter-ზე. 
 
მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი დაზარალებულების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

კომენტარები