პაპი ფრანცისკე

პაპი ფრანცისკე: მზად ვარ ვეწვიო კიევს, მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსკოვსაც ვეწვევი

რომის პაპი ფრანცისკე
Wallpaper Cave

არგენტინულ გაზეთ La Nacion-თან მიცემულ ინტერვიუში პაპმა ფრანცისკენ უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. პაპის თქმით, მას სურს, ჩავიდეს კიევში, თუმცა, ის უკრაინას მხოლოდ იმ შემთხვევაში ეწვევა, თუ შემდეგ მოსკოვში ვიზიტსაც შეძლებს. 

"მე მზად ვარ და მსურს, ვეწვიო კიევს. თუმცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ მე მოსკოვსაც ვეწვევი. ან ორივეგან წავალ, ან არცერთში". – ამბობს პაპი ფრანცისკე.

პაპმა აღნიშნა, რომ ვატიკანი დიპლომატიურ გზებს იყენებს, რათა ნახოს, თუ არის შესაძლებელი ამ გზით რამის მიღწევა. 

კითხვაზე, თვლის თუ არა პაპი, რომ ოკუპანტები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს სჩადიან, პაპმა ფრანცისკენ უპასუხა, რომ მას არ შეუძლია თქმა, არის თუ არა ეს გენოციდი, თუმცა, ოკუპანტების ქმედება დამკვიდრებულ ომის სტანდარტებს აშკარად სცდება. 

"ეს ნამდვილად ტექნიკური სიტყვაა [გენოციდი]. მაგრამ, აშკარაა, როდესაც სკოლები, საავადმყოფოები და თავშესაფრები იბომბება, ეს არა რომელიმე ადგილის ოკუპაციის შთაბეჭდილებას ტოვებს, არამედ განადგურების. არ ვიცი, ეს გენოციდია თუ არა, უნდა შესწავლილ იქნას და უნდა განიმარტოს ადამიანების მიერ, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ის საომარი ეთიკა, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვართ". 

კომენტარები