რუსული კანონი

ივანიშვილის დეპუტატი: როცა ჩაცხრება ემოციები, ავუხსნით მოსახლეობას, რას გულისხმობდა კანონი

გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ ჩვენ მივიღეთ ერთობლივად. პოლიტსაბჭოს, ქართული ოცნებსი და უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციის შედეგად, რადგან ჩვენ თვალნათლივ დავრწმუნდით, რომ უსამართლოდ იქნა მიკერებული ამ კანონპროექტზე რუსული კანონის იარლიყი. კანონის პირველი მოსმენით მიღება წარმოაჩინეს, როგორც ევროპული კურსიდან გადახვევა და სიცრუის დიდმა მანქანამ შეძლო საზოგადოების დიდი ნაწილის დარწმუნება და ჩვენ დავინახეთ აქციებზე, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ მოახერხა ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილის ჩათრევა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. 

ჩვენ როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, პასუხისმგებლები ვართ, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე და ასევე, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და სწორედ მშვიდობის შენარჩუნებით უნდა შევძლოთ ევროპისაკენ ღირსეული სვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შევწყვეტთ საზოგადოების ინფორმირებულობას ან კანონპროექტთან დაკავშირებით და როდესაც ჩაცხრება ემოციები, ჩვენ აუცილებლად განვუმარტავთ მოსახლეობას, რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი და რატომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. 

ამბობს ივანოშვილის დეპუტატი, ეკა სეფაშვილი. 

კომენტარები