რუსული კანონი

ზურაბიშვილი: პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს

ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა და რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი, რა ფორმითაც გინდათ. არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში. ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონი არის ეს. პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა. არ მაინტერესებს მისი მსგავსება ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც სხვა რამეს ემსახურება. მე მაინტერესებს საქართველოს მომავალი.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ მიმართვაში.

კომენტარები