სახალხო დამცველი

პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია

ლევან იოსელიანი

96 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა პარტია მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 99-მა დეპუტატმა გაიარა.

სახალხო დამცველს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს.


2022 წლის 22 დეკემბერს, პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობისთვის 19 კანდიდატიდან ვერცერთი ვერ აირჩია. კანდიდატის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5, იგივე 90 დეპუტატი სჭირდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ 90 ადგილი პარლამენტში არცერთ პარტიას არ უკავია, სახალხო დამცველის დამტკიცებას როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის ხმები სჭირდებოდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს ანა აბაშიძის, ნაზი ჯანეზაშვილისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურები შესთავაზეს. მათ მხარი დაუჭირა ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც. ჯამში პარლამენტში ომბუდსმენობის 19 მსურველის განაცხადი შევიდა, საბოლოოდ პარლამენტს რვა მათგანზე (ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია) უნდა ემსჯელა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას სახალხო დამცველის არჩევა მხოლოდ 5 კანდიდატიდან შესთავაზა, რომელთა შორის არც გიორგი ბურჯანაძე და არც ანა აბაშიძე იყო. მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობდა მომავალი ომბუდსმენი ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის შეერჩია.

კომენტარები