რუმინეთი

რუმინეთს მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტის მქონე სამთავრობო მრჩეველი ეყოლება

რუმინეთის, პრემიერმინისტრმა ნიკოლა ჩიუკმა საკუთარ კაბინეტს ახალი წევრი - ხელოვნური ინტელექტის მქონე სამთავრობო მრჩეველი წარუდგინა.

ჩიუკმა ახალი "საპატიო მრჩეველი" იონი დანარჩენ მინისტრებს წარუდგინა. შეხვედრისას იონს ციფრულ ეკრანზე სახე ჰქონდა გამოსახული, ამავე ეკრანზე წერდა პასუხებს პრემიერის კითხვებზე და თან პარალელურად კომპიუტერიზებული ხმით ახმოვანებდა.

იონი რუმინელმა მკვლევრებმა შეიმუშავეს და იგი გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა შეძლოს რუმინელი მოქალაქეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებისა და სურვილები "სწრაფად და ავტომატურად აღბეჭდვა". 

რუმინელებს შეეძლებათ გააგზავნონ საკუთარი იდეები შესაბამის ვებ-საიტსა და სოციალურ მედიაში. კვლევითი ჯგუფის კოორდინატორის, ნიკუ სებეს თქმით, იონი ხალხის მოთხოვნებს აჯამებს და პრიორიტეტებს ანიჭებს, რათა მთავრობას სწორი ინფორმაციას მისცეს განსახილველად. ამასთანავე, მოქალაქეები სწრაფ პასუხს თავად იონისგან მიიღებენ. 

ჩიუკამ მოუწოდა მოქალაქეებს და მთავრობას, პროექტში მონაწილეობა განიხილონ არა როგორც შესაძლებლობა, არამედ როგორც "ვალდებულება", რათა საქმიანობის გასაუმჯობესებლად უზრუნველყონ "მჭიდრო და დროული" კომუნიკაცია. 

კომენტარები