ირანი-გერმანია

ირანმა "სამართლებრივ საქმეებში ჩარევის" გამო ქვეყნიდან ორი გერმანელი დიპლომატი გააძევა

ირანმა სახელმწიფოს შიდა და სამართლებრივ საქმეებში "უპასუხისმგებლო" ჩარევის გამო ორი გერმანელი დიპლომატი გააძევა. ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში მსგავსი გადაწყვეტილებმა გერმანიამ მიიღო, როდესაც ირანის საელჩოს ორი თანამშრომელი თეირანის სასამართლოს მიერ გერმანიის მოქალაქისთვის, ჯამშიდ შარმაჰდისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის საპასუხოდ გააძევა.

67 წლის ირანული წარმოშობის გერმანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, რომელიც ამავდროულად აშშ-ის რეზიდენტი იყო, ისლამური რესპუბლის სასამართლომ პრომონარქისტული დაჯგუფების წევრობის ბრალდებით გაასამართლა.  შარმაჰდის, მათ შორის, ბრალად  2008-წელს ქალაქ შირაზში ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი დაბომბვის დაგეგმვა ედება, რასაც შარმაჰდის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეფასებით, ირანის რეჟიმი საკუთარ ხალხს ყველა შესაძლო გზით ებრძვის და ადამიანის უფლებებს არ იცავს.

კომენტარები