აშშ-ს პირველი ლედი

ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კვლავ გეგმავს – აშშ-ს პირველი ლედი

აშშ-ს პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის თქმით, მისი ქმარი, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეორე ოთხწლიანი ვადით კენჭისყრას აპირებს - მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

"მე ამის მომხრე ვარ, რა თქმა უნდა". - თქვა პირველმა ლედიმ. 

Associated Press-თან ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, იყრიდა თუ არა პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კენჭს, მან უპასუხა: "რამდენჯერ უნდა თქვას, რომ დაიჯეროთ?"

უნდა იყაროს თუ არა კენჭი ბაიდენმა 2024 წელს, კვლავ რჩება დემოკრატებს შორის დებატების წყაროდ. კიდევ ერთი კენჭისყრა შეამოწმებს, მზად არიან თუ არა ამომრჩევლები ბაიდენს, უკვე ყველაზე ხანდაზმულ ამერიკელ პრეზიდენტს, თანამდებობა კიდევ 4 წლის ვადით გადასცენ.

კომენტარები