ევროკავშირი

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი: უნგრეთი ხშირად უნდა გავაკრიტიკოთ რუსეთის მიმართ პოზიციის გამო

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ვერა იუროვას თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები ზედმეტად კორექტულები არიან უნგრეთის მიმართ და საჭიროა უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკის, განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით, მეტი კრიტიკა.

"ჩვენ ვხედავთ ზედმეტად ზედაპირულ კორექტულობას ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. უნგრეთი უფრო ხშირად უნდა გავაკრიტიკოთ, კერძოდ, მისი პოზიციის გამო რუსეთისა და ომის მიმართ". – თქვა იუროვამ.

შეხვედრას ასევე დაესწრო ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ასევე გააკრიტიკა უნგრეთის პოზიცია რუსეთის მიმართ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თანამშრომლობა ვისენგარდის ოთხეულს - ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთსა და პოლონეთს შორის.

"უნგრეთი დიდი ხანია თავის გზას მისდევს. თუ ჩვენ ვერ ვთანხმებით ისეთ ელემენტარულ საკითხზე, როგორიცაა რუსეთთან და უკრაინასთან ურთიერთობა, ეს ფუნდამენტურ პრობლემას წარმოაგენს ვისენგარდის ოთხეულისთვის". – თქვა პაველმა. 

28 იანვარს, უკრაინის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, კიევის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის ელჩს გამოიხებს, რათა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადება განიხილონ. 

უნგრეთმა არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციები და აღნიშნა, რომ სანქციებმა ვერ შეძლო მოსკოვის დასუსტება, თუმცა გაზარდა ევროპის ეკონომიკის განადგურების რისკი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს ცნობით, ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ უკრაინა “არავის მიწაა” და ის ავღანეთს შეადარა.

"ასეთი განცხადებები სრულიად მიუღებელია. ბუდაპეშტი აგრძელებს მიზანმიმართულ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობების განადგურებას [...]

უნგრეთის ელჩი  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გულწრფელი დისკუსიისთვის მოვიწვიეთ. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, საპასუხოდ სხვა ზომები მივიღოთ". - თქვა  ოლეგ ნიკოლენკომ. 

ორბანმა, ასევე, თქვა, რომ უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას, რომელიც ბირთვულ ენერგიაზე გავლენას მოახდენს, ვეტოს დაადებს. უნგრეთს რუსეთის მიერ აშენებული ატომური სადგური აქვს, რომლის გაფართოებასაც გეგმავს. 

კომენტარები