რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"რუსულო საომარო ხომალდო, იძი ნა*უი!" – ლატვიელმა დეპუტატმა რუსეთის დელეგაციას მიმართა

გაეროს უსაფრთხოების სამიტზე ლატვიელმა დეპუტატმა, რიჰარდს კოლსმა კუნძულ ზმეინის უკრაინელი სამხედროების ცნობილი ფრაზით "რუსულო საომარო ხომალდო, იძი ნა*უი!" რუსეთის დელეგაციას მიმართა

"ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი პრინციპები, ღირებულებები და რეალურად ამას არ ვაკეთებთ, რადგან ახლა, ამ ოთახში "თეთრი სპილოა", რომელსაც რუსეთის დელეგაცია ჰქვია - ეს არის უდიდესი სირცხვილი, რომ მათ შეკრებაზე დასწრების უფლება აქვთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დელეგაცია ევროპის ქვეყნების მიერ სანქცირებული პირებისგან შედგება, იმ ადამიანებისგან, რომლებმაც დამოუკიდებელი ქვეყნის რეგიონების ანექსიას მხარი დაუჭირეს.

ამ ოთახში მჯდომ რუსულ დელეგაციას უკრაინელი მესაზღვრეების ცნობილი ფრაზით მივმართავ: რუსულო საომარო ხომალდო, იძი ნა*უი!". - თქვა ლატვიელმა დეპუტატმა.  

კომენტარები