თბილისის მეტრო

მეტროსადგური ახმეტელის თეატრი და სარაჯიშვილი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რუსთავი 2

განახლება - თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგური ახმეტელის თეატრი და სარაჯიშვილი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

განცხადების მიხედვით, შეფერხება მეტრო ახმეტელის თეატრის ჩიხში ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია.

"ადგილზე იმყოფება კომპანიის შესაბამისი სამსახურები ხარვეზის დროული აღმოფხვრის მიზნით. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში მს ვარკეთილიდან მს გურამიშვილამდე და პირიქით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები