გიორგი გახარია საინტერესო არ არის, უბრალოდ მართლა საცოდავი კაცია და ასე რომ ვთქვათ, კომენტარის ღირსიც კი არ არის. ის პოლიტიკურად აბსოლუტურად უინტერესოა. რეიტინგი 1%-იც აღარ აქვს [...] მაშინ [2021 წელს ] გიორგი გახარია არჩევნებში მონაწილეობდა და ის გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო. ის მოაზრებული იყო, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ ქართულ ოცნებას ე.წ. 43%-იანი ბარიერი ვერ გადაელახა. მაშინ ის, რა თქმა უნდა, აქტუალური იყო. მაშინ ის კოკაინს მოიხმარდა და ეს ფაქტორი ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყენეთ, მათ შორის, იმისთვის, რომ მისი რეალური სახე გვეჩვენებინა. მაშინ ფაქტორი იყო და დღეს საერთოდ აღარ არის. ამ კაცზე ლაპარაკი არ ღირს. რაც შეეხება გიორგი გახარიასა და ნაციონალურ მოძრაობას, მათ ერთი პატრონი ჰყავთ. ამას ვამბობდით და შეგვიშლია, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. და ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რაც მან გააკეთა, მათ შორის, 20 ივნისს და რასაც 2021 წელს აკეთებდა. წელს უბრალოდ აქტუალურობა დაკარგა.
გიორგი გახარია
კობახიძე გახარიაზე: მას და ენმ-ს ერთი პატრონი ჰყავთ – შედეგი იყო, რაც 20 ივნისს გააკეთა
tbl.ge/6a3h
დაკოპირდა

ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე, რომელიც ახლა პარტია საქართველოსთვის ლიდერია.
ქართული ოცნებაირაკლი კობახიძეგიორგი გახარიაერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმსაქართველოსთვისპარტია საქართველოსთვის
ამავე თემაზე
- გახარია: 20 ივნისის და მარტის აქციები განსხვავდება, მაშინ ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო
- გახარია ივანიშვილზე: პატივი სცეს ხალხს და გამოვიდეს, ვიღაც პატარა ბავშვებით ნუ ლაპარაკობს
- გახარია: როდემდე უნდა იყოს ეს ქვეყანა ორი პარანოიკის ტყვეობაში?
- გახარია: ენმ მზადაა, ევროპული მომავალი გაცვალოს სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში
- გახარია ოცნებაზე: ამ პატარა შეშინებულ ბიჭებს არ აქვთ საგარეო ორიენტაციის ცვლილების უნარი