ოკუპირებული აფხაზეთი

საგარეო: ვგმობთ ბელარუსის პრეზიდენტის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას 

ალექსანდრ ლუკაშენკო და ასლან ბჟანია ბიჭვინთაში, 2022 წლის 28 სექტემბერი.
belta.by

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრას რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან. 

"აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.

ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს". – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

21 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. როგორც ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. 

კომენტარები