მიუნხენის კონფერენცია

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის თქმით, აშშ "შეშფოთებულია" ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერით

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა თქვა, რომ შეერთებული შტატები "შეშფოთებულია" ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერით. მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აშშ აგრძელებს პეკინის გაფრთხილებას მოსკოვის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახეთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და ირანი, რომლებიც რუსეთის სასტიკი ომის მხარდასაჭერად იარაღს აგზავნიან. ჩვენ ასევე გვაწუხებს, რომ პეკინმა გააღრმავა ურთიერთობა მოსკოვთან ომის დაწყების შემდეგ. [...]

მომავალს რომ გადავხედოთ, ჩინეთის ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთისთვის სასიკვდილო მხარდაჭერისთვის მხოლოდ დააჯილდოებს აგრესიას, გააგრძელებს მკვლელობას და წესრიგს კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს". - თქვა ჰარისმა გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას.

კომენტარები