ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: პუტინთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების დათმობა გამორიცხულია

Variety

BBC-სთან ინტერვიუში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში თავისი ქვეყნის რომელიმე ტერიტორიის დათმობას გამორიცხავს.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ საგაზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია. რუსეთი უკრაინას რამდენიმე მიმართულებით ესხმის თავს. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალებს წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ, თუმცა დასავლეთის მხრიდან მეტი სამხედრო დახმარების მიწოდების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

"რა თქმა უნდა, თანამედროვე იარაღი აჩქარებს მშვიდობას. იარაღი არის ერთადერთი ენა, რომელიც რუსეთს ესმის". - თქვა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში.

ამ კვირაში გამოქვეყნებულმა უკრაინულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინაში უფრო დიდი რაოდენობით იღუპებოდნენ ამ თვეში, ვიდრე ნებისმიერ დროს მათი შეჭრის პირველი კვირის შემდეგ. ციფრების გადამოწმება შეუძლებელია, მაგრამ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ტენდენციები "სავარაუდოდ ზუსტია".

"დღეს ჩვენი გადარჩენა ჩვენი ერთიანობა. მე მჯერა, რომ უკრაინა თავისი გადარჩენისთვის იბრძვის. უკრაინა ევროპისკენ მიისწრაფვის როგორც ეკონომიკურად, ასევე ღირებულებებით [...]

ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიები. ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, უფრო სუსტს გაგვხდის.

ეს არ არის თავისთავად კომპრომისზე, რატომ გვეშინოდეს ამის? ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მილიონობით კომპრომისი ცხოვრებაში.

საკითხავია ვისთან? პუტინთან? არა. იმიტომ, რომ არ არის ნდობა. დიალოგი მასთან? არა. იმიტომ, რომ ნდობა არ არსებობს". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები