საქართველო-EU

პაპუაშვილი: პირველ რეზოლუციაზე ევროპარლამენტარებმა მითხრეს, მართლა რა ყოფილა ჩაწერილიო

სხვათა შორის, [ევროპარლამენტის] პირველი რეზოლუციაზე, ივნისში რომელიც იქნა მიღებული და სადაც ასევე მძიმე სიტყვებზე იყო საუბარი - ოლიგარქია და ა.შ. მე პირადად მქონდა საუბარი ევროპარლამენტარებთან, ჩამოსული იყო აქ დელეგაცია, მათ ვკითხე და ხალხმა, რომელსაც მხარი ჰქონდა დაჭერილი, მე რომ ვუთხარი და ვესაუბრე ამ რეზოლუციაზე, მითხრა, ახლა გავეცანით და მართლა რა ყოფილა ჩაწერილიო.

რეზოლუციები ბევრი მიიღება, ყველა ვერ ეცნობა და ენდობიან ადამიანებს, რომლებიც არიან დაკავებული ამ საკითხით და აქედან გამომდინარე აძლევენ ხმას. თუმცა, ამას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენმა ადამიანმა მიაჭირა ღილაკს თითი, როცა ვსაუბრობთ სიმართლესა და ტყუილზე. ტყუილს რამდენმა ადამიანმაც უნდა დაუჭიროს მხარი, ყოველთვის იქნება ტყუილი. ეს არის ჩვენი საზოგადოების სიძლიერე, გამოიწრთო ჩვენი საზოგადოება, რომ ტყუილს ყოველთვის უპირისპირებს სიმართლეს და ამ სიმართლეზე ბოლომდე დგას.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმედის ეთერში.

კომენტარები