კრიმინალი

ხობში 50 წლამდე ქალი მოკლეს, ბრალდებული დაკავებულია

ხობის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე ქალი მოკლეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცხედარი სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მას დაზიანებები თავის არეში, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები