კულტურის სამინისტრო

ადმინისტრაცია: პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმა, ამის მცდელობა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია

მთავარი არხი

"ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თავდასხმას ან მცდელობას პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური"- ასე ეხმიანება პრეზიდენტის ადმინისტრაცია ორბელიანის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენისპენქციის შესვლას

განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, კონსტანტინე ნაცვლიშვილი ინსპექციის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მცირედ დაზიანებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ვადებიც დაცული იყო. 

"ამ ნამუშევრების ნაწილი ექსპონირებული იყო ჩვენს სასახლეში. მსგავსი ბრალდებები, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებდით, მიჩვეულები ვართ, ჩვენთვის ახალი არ გახლავთ. ჩვენ გვაქვს მემორანდუმი ხელოვნების სასახლესთან და მე ვფიქრობ, რომ ვადები ყველანაირად დაცული იყო".- თქვა ნაცვლიშვილმა. 

დღეს, 13 თებერვალს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მიზანია უკან დაიბრუნონ  ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევარი, რომელიც დროებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო განთავსებული.


4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე ავტოპორტრეტი სარკესთან, მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". მხატვრის და არტისტის, სანდრო სულაბერიძის საქმეზე სამართალდამცველებმა წარმოება დაიწყეს. გამოძიება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა. 

"20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში... მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!"- დაწერა მან. 

კომენტარები