რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა: რუსეთში იძულებით გადაყვანილი 128 ბავშვი უკან დავიბრუნეთ

უკრაინამ რუსეთში იძულებით გადაყვანილი 128 უკრაინელი უკან დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურის ბავშვთა ინტერესებისა და ძალადობის საწინააღმდეგო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იულია უსენკო ავრცელებს.

"უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბევრი რისკი არსებობს, მათ შორის, მათთვის, ვინც ამაში წვლილი შეიტანა. არ შემიძლია საუბარი ან ამ ადამიანების ვინაობაზე საუბარი, ან იმაზე, რაც ახლა ხდება, რადგან ეს არა მხოლოდ ბავშების დაბრუნების პროცესს დააზიანებს, არამედ, შესაძლოა, ვინმეს სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს. უკრაინის გამარჯვების შემდეგ ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ამ ყველაფრის შესახებ". – ამბობს უსენკო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიერ გავრცელებული დეკემბრის მონაცემებით, ომის დაწყებიდან მოყოლებული რუსეთმა უკრაინაში 13 000-ზე მეტი ბავშვი საკუთარ ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანა.

"ჩვენ შევძელით 128 გავშვის უკრაინაში დაბრუნება. 50-ზე მეტი, მშობლებთან ან მეურვეებთან ერთად ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე იმყოფებიან. შეიძლება იკითხოთ, რატომ ასეთი მცირე რიცხვი, იმასთან შედარებით, რამდენის დეპორტაციაც მოხდა? ჩვენთვის ეს უბრალოდ რიცხვი არ არის - ეს 128 ბავშვის სიცოცხლეა. მათი სამშობლოში დაბრუნება ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგია, რომლებიც მხოლოდ ერთი ბავშვის დასაბრუნებლადაც თვეების მანძილზე მუშაობენ". – აღნიშნა უსენკომ.

 

 

კომენტარები