ჯო ბაიდენი

ბაიდენი: ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით, სანამ ეს საჭირო იქნება

"ჩვენ პუტინის აგრესიას წინ აღვუდექით". - თქვა ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას. 

ბაიდენმა NATO-ს სიძლიერე აღნიშნა, რომელიც ალიანსმა უკრაინაში შეჭრის ფონზე აჩვენა.

"ერთად გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკა ყოველთვის საუკეთესოდ აკეთებს, ჩვენ ვლიდერობთ [...]

ჩვენ გავაერთიანეთ ნატო და ავაშენეთ გლობალური კოალიცია. ჩვენ პუტინის აგრესიას დავუპირისპირდით. ჩვენ უკრაინელ ხალხთან ერთად ვიდექით.

ჩვენ ვიდგებით თქვენთან ერთად, სანამ ეს საჭირო იქნება". -  თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, 2020 წელს СOVID-19-ის გამო ბევრი ბიზნესი და საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა, თუმცა დღეს ამერიკელების ცხოვრებას СOVID- 19 ვეღარ აკონტროლებს. 

ჯო ბაიდენმა დასძინა, რომ ორი წლის წინ ქვეყანაში დემოკრატიას სამოქალაქო ომის უდიდესი საფრთხე შეექმნა, თუმცა გაჭირვებისა და გამოწვევების მიუხედავად, "დემოკრატია კვლავ გაუტეხელია".

აშშ-ს პრეზიდენტმა გამოსვლაზე პირობა დადო, რომ აბორტის ნებისმიერ ეროვნულ აკრძალვას, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე მოხვდება,  ვეტოს დაადებს. 

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვრის დასაცავად ამერიკას პერსონალის რეკორდული რაოდენობა ჰყავს. მისი თქმით, ბოლოდროინდელი ცვლილებების შედეგად, უკანონო მიგრაცია ცენტრალური ამერიკის ოთხი ქვეყნიდან - კუბადან, ჰაიტიდან, ნიკარაგუადან და ვენესუელიდან 97%-ით შემცირდა.

კომენტარები