ამინდის პროგნოზი

მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და გზებზე ლიპყინული – გარემოს ეროვნული სააგენტო

Reuters

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

სინოპტიკოსების ცნობით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება მოსალოდნელი. 

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები