დაკარგული ნავი

ხმელთაშუა ზღვაში გზადაკარგულ ნავზე 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ახალშობილი და ორსული ქალია

Concetta Rizzo

იტალიის ხელისუფლების ინფორმაციით, იტალიელმა მაშველებმა ტუნისიდან მომავალ ნავზე მყოფი 42 მგზავრი შიმშილისა და წყურვილისგან იხსნეს. დაღუპულია 9 ადამიანი. მათ შორის, ახალშობილი ბავშვი და ორსული ქალი. 

გადარჩენილების ცნობით, მათ ხმელთაშუა ზღვაში რამდენიმე დღე დაჰყვეს. უამინდობის მიუხედავად, ნავი ტუნისიდან იტალიის მიმართულებით გავიდა, თუმცა მალევე გზა აებნათ და დაიკარგნენ. როგორც დაზარალებულები იუწყებიან, თანდათან საკვები მარაგი და წყალი ამოიწურა და სასოწარკვეთილებმა ზღვის წყლის დალევა დაიწყეს. 

თვითმხილველთა თქმით, ოთხი თვის ბავშვი ნავიდან მას შემდეგ გადავარდა, რაც დედას გული წაუვიდა და თავადაც დაიღუპა. 

სიცილიის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები