ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: ვმუშაობ, რომ ბრიუსელში ნაციონალური მოძრაობის ოფისი იყოს გახსნილი

ხვალ ევროკავშირის ელჩს ვხვდები. ასევე, ხვალვე ვხვდები ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის ელჩს. უახლოეს პერიოდში უკრაინაში ჩასვლასაც ვაპირებ. აგრეთვე, ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ იგივე ბრიუსელსა და აშშ-ში ნაციონალურ მოძრაობას წარმომადგენლები უნდა ჰყავდეს. მათ შორის, ჩვენ იქ აქტიურად, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვმუშაობდეთ. მე ამაზე ვმუშაობ, რომ ბრიუსელში ნაციონალური მოძრაობის ოფისი იყოს გახსნილი, სადაც კონკრეტული ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს. ამიტომ, მე ამ მიმართულებით ვიმუშავებ ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან და გამოცდილ ადამიანებთან ერთად, რომელთაც თქვენ უახლოეს დღეებში ნახავთ. ნახავთ უსერიოზულეს ადამიანებსა და დიპლომატებს, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ. ენმ-ში ჩვენ ასეთი ბევრი გვყავს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსები მოვიძიოთ იმისთვის, რომ საგარეო მიმართულებით მეტად აქტიურად ვიმუშაოთ. მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო საკითხებზე. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში. 

კომენტარები