აზერბაიჯანი-ირანი

ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ირანში, თეირანში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოს თავს შეიარაღებული პირი დაესხა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის სამართალდამცველი, რომელიც საელჩოს იცავდა. დაჭრილია დაცვის კიდევ ორი წევრი. თავდამსხმელმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნა.

შემთხვევის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს.

"თავდამსხმელმა ცეცხლი კალაშნიკოვის ავტომატიდან, დაცვის პოსტის მიმართულებით გახსნა. მოკლულია უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელი. ასევე დაჭრილია საელჩოს ორი მცველი. ამჟამად მიმდინარეობს შემთხვევის გამოძიება". – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში. 

კომენტარები