რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ევაკუაციისას 2 ბრიტანელი მოხალისე დაიღუპა

Reuters

ორი ბრიტანელი მოხალისე, კრის პერი და ენდრიუ ბაგშოუ აღმოსავლეთ უკრაინაში ევაკუაციისას დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კრის პერის ოჯახი ავრცელებს.

"დიდი მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი საყვარელი კრისი თავის კოლეგასთან, ენდრიუ ბაგშოუსთან ერთად მოკლეს სოლედარიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ევაკუაციისას". - ავრცელებს ოჯახი ინფორმაციას.

Sky News-ის ინფორმაციით, მოხალისეები მოხუცი ქალის დახმარებისას მოკლეს.

მოხალისეების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. უკრაინის პოლიციამ განაცხადა, რომ ორივე მათგანი ქალაქ კრამატორსკიდან სოლედარში გაემგზავრა 6 იანვარს და მეორე საღამოს მათთან კონტაქტის დაკარგვის შემდეგ დაკარგულად გამოცხადნენ. 

კომენტარები