ჰოლივუდი

მარგო რობი: WOLF OF WALL STREET-ის შიშველი სცენების გამო ჩემი ძმა 3 თვე არ მელაპარაკებოდა

Grazia Daily

მარგო რობის თქმით Wolf of Wall Street-ის შიშველი სცენების გამო საკუთარი ძმა 3 თვის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა. ავსტრალიელმა მსახიობმა ამბავი პოდკასტ Screen Time-ში გაიხსენა.

"Wolf of Wall Street-ს ოჯახთან ერთად ვუყურე, შეცდომა დავუშვი, ძალიან არაკომფორტული იყო. ჩემი ერთ-ერთი ძმა სამი თვის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა. არა იმიტომ, რომ გაბრაზდა, უბრალოდ დრო სჭირდებოდა რომ ისევ საკუთარ დად აღვექვი". – იხსენებს მსახიობი.

მარტინ სკორსეზეს 2013 წლის ფილმში Wolf of Wall Street მსახიობი რამდენიმე შიშველ სცენაშია გადაღებული. სურათმა დამწყებ მსახიობს საყოველთაო პოპულარობა მოუტანა. 

"სიშიშვლე სიშიშვლისთვის სამარცხვინოა. მიუღებელია ფილმში ქალის შიშველი სხეული მხოლოდ იმისთვის გამოჩნდეს, რომ მაყურებელი დააკმაყოფილოს. მსგავსი სცენები პერსონაჟის ხასიათს უნდა უსვამდეს ხაზს. (Wolf of Wall Street-ის) ცნობილი სცენის გადაღებისას მარტის(სკორსეზე) უნდოდა მოსასხამი მცმოდა, მაგრამ მე თვითონ გადავწყვიტე სრულიად გავშიშვლებულიყავი, იმიტომ რომ ჩემი პერსონაჟი ნაომი ლაპალია სწორედ ასე მოიქცეოდა". – ამბობს მსახიობი 2014 წლის ინტერვიუში.

კომენტარები