რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედია: Bradley-ის ტიპის საბრძოლო მანქანებს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს

ამერიკული Bradley-ის ტიპის საბრძოლო მანქანა
Bloomberg

Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმა პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებით, უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება ისეთი საბრძოლო საშუალებების მიწოდებაზე იყო კონცენტრირებული, რომელთა გამოყენება ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შესაცვლელად დაუყოვნებლივ შეიძლება. 

ამავე ინფორმაციით, აშშ-ს წინა 2 სამხედრო დახმარების პაკეტში Bradley-ის ტიპის 109 ქვეითი საბრძოლო მანქანა იყო გათვალისწინებული. 

გარდა ამისა, უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას, პენტაგონის მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ ბახმუტში სერიოზული დანაკარგების შემდეგ, რუსეთი ფრონტის ხაზზე ათი ათასობით ცუდად გაწვრთნილი სამხედროს გამოყენებით პოზიციების გაძლიერებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან აშშ-მ უკრაინას $26.7 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუგზავნა.

კომენტარები