ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 23 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, ტაშკენტის,  მაჭავარიანის, ამასუკელის და ცაცხვების ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ანგია ბოჭორიშვილის, მემედ აბაშიძის და ნანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ძმები კაკაბაძეების, ბოცვაძის, ეკატერინე გაბაშვილის, 8 მარტის, ზანდუკელის, ბარნოვის,  გურიის და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, სამგორი-2 დასახლების და ელენე  გოგიელის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ვაგზლის, მარნეულის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, ახმეტის, ივერიელის, გუთნის, თელეთის, ხახანაშვილის,  კობარეთის,  ზურაბიშვილის, აწყურის, დოესის, ლეხ კაჩინსკის, უბილავას, ნოსირის და კასპის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

 

კომენტარები