რეფერენდუმი სლოვაკეთში

ვადამდელი არჩევნებისთვის ჩატარებული რეფერენდუმი სლოვაკეთში დაბალი აქტივობის გამო ჩაიშალა

სლოვაკეთში რეფერენდუმი, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ჩატარდა, დაბალი აქტივობის გამო, ბათილად იქნა აღიარებული.

სტატისტიკის სამსახურის მიერ ღამით გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რეფერენდუმში ამომრჩეველთა მხოლოდ 27.3%-მა მიიღო მონაწილეობა. აქტივობა გაცილებით დაბალია იმ რაოდენობაზე, რომელიც საჭიროა რეფერენდუმის ვალიდურობისთთვის. შედეგების მოქმედებისთვის, რეფერენდუმიში ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ვადამდელი არჩევნები სლოვაკეთში შეიძლება ჩატარდეს, თუ პარლამენტის 4 წლით არჩევის ვადა შემცირდება, რისთვისაც კონსტიტუციური ცვლილებაა საჭირო. კონსტიტუციის ამგვარ ცვლილებას რეფერენდუმი ან 150-წევრიანი პარლამენტის ხმათა უმრავლესობა, კერძოდ ცვლილების 90 ხმით დამტკიცება სჭირდება.

2022 წლის სექტემბერში პრემიერმინისტრმა ედუარდ ჰეგერმა თავის მთავრობას გადადგომა უბრძანა. იმის გამო, რომ ჰეგერმა ახალი უმრავლესობა ვერ შეადგინა, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებს მოითხოვდა.

22 იანვარს პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ, სადაც განიხილავენ ვადამდელი არჩევნების ჩატარების პერსპექტივებს, რომელიც ზაფხულამდე ან შემოდგომამდე შეიძლება ჩატარდეს . მორიგი არჩევნები 2024 წლის თებერვალშია დაგეგმილი.

დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ რეფერენდუმის შედეგები მომავალი არჩევნების თარიღზე არ იმოქმედებს, თუმცა შედეგებმა, შესაძლოა, საარჩევნო პრეფერენციებზე გავლენა იქონიოს.

სლოვაკეთში რეფერენდუმის ბარიერი 2003 წელს, მხოლოდ ერთხელ გადაილახა. რეფერენდუმი 1993 წელს სლოვაკეთის მიერ დამოუკიკდებლობის მოპოვების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჩატარდა.

კომენტარები