გერმანია

რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებული აღარ ვართ – გერმანია

გერმანიის ფინანსთა მინისტრის, კრისტიან ლინდნერის თქმით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციის შედეგად, ქვეყანა რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებული აღარ არის. 

"დიახ, რა თქმა უნდა, გერმანია კვლავ არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, მაგრამ დღეს არა რუსულ იმპორტზე, არამედ გლობალურ ბაზრებზე". – აღნიშნა მან BBC-სთან ინტერვიუსას.

აღსანიშნავია, რომ აქამდე გერმანიას ბუნებრივი აირის დაახლოებით ნახევარი და ნავთობის მესამედზე მეტი რუსეთიდან შემოჰქონდა.

ენერგიის ალტერნატიული წყაროების ძიებაში ბრძოლაში ქვეყანამ ხელახლა გახსნა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები, გადადო სამი ატომური ელექტროსადგურის დახურვის გეგმები და გაზარდა აშშ-დან და ნორვეგიიდან იმპორტირებული ბუნებრივი არის შენახვის სიმძლავრე.

კომენტარები