რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი რუსებს: თქვენი მხდალი დუმილი დასრულდება იმით, რომ ტერორისტები თქვენთანაც მოვლენ

მინდა ვუთხრა ყველას - ვინც რუსეთშია და მათ, ვინც წარმოშობით რუსია, ვინც ახლაც კი ვერ წარმოთქვამს ამ ტერორიზმის წინააღმდეგ რამდენიმე სიტყვას. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ხედავენ და იციან ყველაფერი. თქვენი მხდალი დუმილი, მცდელობა, რომ უმოქმედოდ დაელოდოთ ყველაფერი ამის დასრულებას, მხოლოდ იმით დამთავრდება, რომ ერთ დღეს ეს ტერორისტები თქვენთანაც მოვლენ. ბოროტება ძალიან მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ. ბოროტებას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვისაც ეშინია ან ცდილობს მასთან თანხმობას. და როცა საქმე თქვენამდე მოვა, თქვენი დამცველი არავინ იქნება. 

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას. 

კომენტარები