რომელი ასეთი ადამიანი გაათავისუფლა რომელიმე ციხემ, რომელიც ამბობს, რომ მე უნდა გამათავისუფლოთ იმიტომ, რომ მე ვერ ვეგუები ციხეს. რატომ არის მთელი მსოფლიო დარაზმული, (მთელი მსოფლიო, თავისი აზრით, იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო ნამდვილად არ არის) რომ სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელსაც მისჯილი აქვს იმისთვის, რისთვისაც აქვს, ის გინდა თუ არა, უნდა გაათავისუფლო, ამაშია პოლარიზაციის პრობლემაო. პოლარიზაცია იქიდან მოდის, რომ შენ ებრძვი შენს ქვეყანას, უკვე ტანკების შემოსვლით ემუქრები და ხელისუფლების შეცვლას მიქადაგებ. მეუბნები, ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით ყველა, ქუდზე კაცი და რატომ არ ვყვირით Free რაღაცა, ფრი ვიცი კარტოფილი, კარგია, გემრიელია, სხვა ფრი რა არის, ვერ გავიგე.
მიხეილ სააკაშვილი
მეუფე სტეფანე სააკაშვილზე: მეუბნები, რატომ არ ვყვირით Free რაღაც – ფრი ვიცი კარტოფილი
tbl.ge/68js
დაკოპირდა

თქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




