ლიფტის ჩავარდნა

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა – დაშავდა სამი ადამიანი

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მაშველებმა სამი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მოათავსეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ორი დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმე არა, მაგრამ საყურადღებოა.

ერთი დაშავებული კი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. 

კომენტარები