ავღანეთი-ჩინეთი

ჩინეთმა ავღანეთის მმართველ თალიბანთან ნავთობის მოპოვების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

ჩინეთმა ავღანეთის მმართველ თალიბანთან ამუდარიას აუზიდან ნავთობის მოპოვების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

კონტრაქტს ხელი მოეწერა ქაბულში, ცერემონიაზე, რომელშიც ისლამური საამიროს უფროსი წევრები და ჩინეთის ელჩი ვანგ იი მონაწილეობდნენ.

შეთანხმების მიხედვით, პირველი სამი წელი საცდელი იქნება და ამ დროის განმავლობაში, პროექტში 540 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს ქვეყნის მიერ გაფორმებული პირველი საერთაშორისო კონტრაქტია.

"ორივე მხარემ უნდა ითანამშრომლოს, თანაც, მჭიდროდ, რათა პროექტი ჩინეთ-ავღანეთის თანამშრომლობის წარმატებულ მოდელად იქცეს" - თქვა ჩინეთის ელჩმა, ვანგ იიმ.

კონტრაქტი ქვეყნებს შორის 25-წლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს.

კომენტარები