ჯეკ მა

ჯეკ მა თავისივე დაარსებულ კომპანია Ant Group-ს აღარ უხელმძღვანელებს

ჯეკ მა
ფოტო: ft.com

კომპანია Alibaba-სა და Ant Group-ის დამაარსებელი, ჯეკ მა Ant Group-ს აღარ უხელმძღვანელებს

კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად ხელმძღვანელობის სტრუქტურის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რისი მიზანიც აქციონერებს შორის ძალაუფლების გადანაწილებაა. ამ გზით, ვერც ერთი აქციათა მფლობელი, ინდივიდუალურად თუ მხარეებთან შეთანხმებულად, Ant Group-ზე სრულ კონტროლს ვერ მოიპოვებს. 

კომპანიის ცნობით, ჯეკ მა აქციების 53.46%-ს ფლობდა, რაც მას ერთპიროვნული კონტროლის საშუალებას აძლევდა. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდგომ ხმის მიცემის პროცესში მისი ხვედრითი წილი 6.2% იქნება. 

ჯეკ მასგან გამიჯვნის გზით, კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში პირველად კურსზე დაბრუნებას ცდილობს.  

ჯეკ მას კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2020 წლის 24 ოქტომბერს მამ ჩინეთის მარეგულირებელი ორგანო საჯაროდ გააკრიტიკა. 

მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში Ant Group-ის $37 მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) ჩინეთის მთავრობამ შეაჩერა. ამ დროიდან მოყოლებული ჯეკ მა იშვიათად ჩნდება საჯაროდ და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიიქციოს. 

კომენტარები