ილია II

ღარიბაშვილი: განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ დაბადების დღეს პატრიარქს

განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს!

განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე და ასეთივე განუზომელია მის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის ჭეშმარიტი გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში.

თითქმის ნახევარი საუკუნეა მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს!

ულოცავს 90 წლის იუბილეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.

კომენტარები