ჩინეთი

ჩინეთში ავტოსაგზაო შემთხვევაში 200-ზე მეტი მანქანა მოხვდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

ჩინეთში ავტოსაგზაო შემთხვევაში ერთდროულად 200-ზე მეტი მანქანა მოხვდა. დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი.

 The Global Times-ის ცნობით, ავარია იმ ხიდზე მოხდა, რომელიც ძლიერი ნისლით იყო დაფარული.  

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ხიდზე შექმნილი ქაოსური ვითარება ჩანს. ვიდეოებში ნისლი კვლავ შესამჩნევია. 

The Global Times-ის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ბევრი მძღოლი და მგზავრი მანქანაში იყო ჩარჩენილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება და მეხანძრე-მაშველები. 

კომენტარები