მიხეილ სააკაშვილი

წითლიძე: შიმშილობის მე-10 დღეს მივმართავ პრეზიდენტს, გადაარჩინოს სააკაშვილის სიცოცხლე

ჩემი შიმშილობის მე-10 დღეს მინდა, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ადამიანმა ადამიანს და როგორც ქალმა ქალს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. არ შეიძლება ჩვენ ვუყურებდეთ იმას, რაც ხდება ახლა მესამე პრეზიდენტის თავს და არ ვაკეთებდეთ არაფერს.

რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, არაერთხელ ვთქვი, რომ სანამ მომცემს ჩემი ფიზიკური მდგომარეობა შიმშილობის გაგრძელების შესაძლებლობას, მანამდე მე ამას გავაგრძელებ.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანი წითლიძე. წითლიძე მე-10 დღეა, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს. მასთან ერთად ენმ-ს 3 დეპუტატი შიმშილობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მათ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა შეწყვიტეს. 

კომენტარები